ლატვიის ეკონომის მინისტრის ილზე ინდრიკსონეს განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
„გაზპრომის“ განცხადება კანონზომიერია, მაგრამ ამას ლატვიელი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ილზე ინდრიკსონემ. მისი თქმით, რუსული გაზის გიგანტის რეაქცია Latvijas Gāze-ს განცხადებამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლის ნაცვლად ევროთი დაფარავდა.
„ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ გვაქვს იმედი, რომ რუსული გაზის მიწოდება უწყვეტი იქნება. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია კლაიპედის ტერმინალი, ამასთან ვმუშაობთ გაზის ალტერნატიულ მომწოდებლებთან. „გაზპრომის“ ეს ნაბიჯი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის“, - აღნიშნა ილზე ინდრიკსონემ.
ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.