„ჩინეთის მთავრობას ვერ მივცემთ ტაივანის იზოლირების საშუალებას. ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვინ ესტუმროს ტაივანს“, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პელოსმა დასძინა, რომ ტაივანში მისი ვიზიტის მიზანი არ იყო ჩინეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა, ვაშინგტონი კვლავ იცავს "ერთი ჩინეთის" პრინციპს.
ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია.
შეგახსენებთ, ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს.
გაეცანით Europetime-ის სტატიას