ბაქო ერევანს მოუწოდებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი არ გააჭიანუროს

სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაჭიანურებისა და ზიანის მიყენების მცდელობა სხვადასხვა საბაბით, სარგებელს პირველ რიგში, თავად სომხეთს არ მოუტანს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანკარაში თურქეთის ელჩების მე-13 კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. 

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ამას საბოლოოდ გაიგებს“, - განაცხადა ბაირამოვმა. 

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, აზერბაიჯანის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხეთის საზღვრამდე როგორც სახმელეთო, ასევე სარკინიგზო კომუნიკაციები შენდება.

მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი დასრულებულია.

„2023 წელს აზერბაიჯანი დაასრულებს ამ სამუშაოებს თავის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების აღდგენის პროცესს სომხეთი აფერხებს, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარზე მდინარე არაზზე პირველი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ამრიგად, აზერბაიჯანს ექნება ალტერნატივა - სომხეთის გვერდის ავლით, ირანის ტერიტორიით, ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე მიაღწიოს. ანუ პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, უნდა თუ არა ეს სომხეთს. ნახჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი აუცილებლად შეიქმნება. რაც შეეხება ერევანს, ამ პროექტებიდან თავის შეზღუდვით, სომხეთი რეგიონული განვითარებისგან კვლავ შორს დარჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხური მხარე, ეს მათი საქმეა, მაგრამ თუ ისინი უარს იტყვიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე, ყველაზე მეტად თავად სომხეთი დაზარალდება“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.

ბაირამოვმა ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამმხრივი შეთანხმების დებულებების უმეტესობა უკვე შესრულებულია.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის სრულ შესრულებას. „არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომა. ყველაზე სერიოზულ საკითხად რჩება სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული და უპირობო გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან. (სამმხრივი) განცხადების მე-4 პუნქტის მიხედვით, სომხური ძალებს ტერიტორია იქ რუსი სამხედროების შემოსვლის პარალელურად უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ეს არ მომხდარა. აზერბაიჯანი სომხეთიდან ჯარების გაყვანას ითხოვს და ეს საკითხი გადაწყვეტილია. ზანგეზურის დერეფანი ასევე სომხეთის ერთ-ერთი ვალდებულებაა. სომხეთი სიტყვიერად ყველაფერს იღებს, მაგრამ პრაქტიკაში პროცესი ნელდება“, - განაცხადა მან.

„ბაქომ ღიად განაცხადა, რომ იგი გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მომხრეა“,- განაცხადა მინისტრმა.


გასულ კვირას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. 

სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს. 

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ  მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება.