კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 2022 წლის 5-დან 9 აგვისტომდე კომპანიის 7,9 მილიონი აქცია გაყიდა, რომლის ღირებულებაც $6,9 შეადგენს.
Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა კომპანიის აქციები იმ შემთხვევისთვის გაყიდა, თუ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვა მოუწევს.
თავის ტვიტერზე მასკმა დაწერა, რომ Tesla-ს აქციებს უკან იყიდის, თუ სოციალურ ქსელთან გარიგება საბოლოოდ არ შესრულდება.
8 ივლისს მასკმა Twitter-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Twitter-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა. ამის შემდეგ Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სოციალურმა ქსელმა მას გარიგების დახურვა მოსთხოვა. გასულ კვირას მასკმა, თავის მხრივ, შემაგებებელი სარჩელი შეიტანა და ბიზნესმენმა გარიგების განახლების პირობა დაასახელა.