საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, განადგურდა სულ მცირე, 16 სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
"ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 9 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი", - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.
ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.