შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო-ექსპორტიორი გახდა.
ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება.
ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა.
ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია გერმანია (15,4 ტერავატი/საათში) რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აჭარბებს. მესამეა ბულგარეთი, რომელმაც ექსპორტზე (6,6 ტერავატი/საათში) ელექტროენერგია გაიტანა.
ევროპაში ელექტროენერგიის მსხვილი ნეტო-იმპორტიორია იტალია, რომელმაც 2022 წლის 6 თვეში 22 ტერავატი/საათში შეისყიდა. ელექტროენერგია იტალიამ შვეიცარიასა და საფრანგეთში შეისყიდა.