ყაზახეთის მთავრობამ თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგი დაამტკიცა.
სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს, ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 10 მაისს ანკარაში მოეწერა ხელი.
„შეთანხმების შედეგად, მხარეები შემდეგი მიმართულებით ითანამშრომლებენ: გაცვლიან სადაზვერვო სამხედრო ინფორმაციას და ექსპერტულ შეფასებებს აქტუალურ თემებზე. გაუწევენ მონიტორინგს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, შეისწავლიან საკითხებს, რაც საფრთხეს უქმნის, რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. მოხდება ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა საერთაშორისო ტერორისტულ და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია“, - ნათქვამია დღის წესრიგში.
11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს.
რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ,ამ საკითხებზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.