ნორვეგია დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში წვლილს შეიტანს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.
„ნორვეგია დადებითად უყურებს ბრიტანეთის ინიციატივას დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის შესახებ. ჩვენ ინსტრუქტორებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას ჯარისკაცების საბაზისო წვრთნებში“, - განაცხადა მინისტრმა.
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს დანიაც გზავნის.
- ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის
- კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის
2022 წელს დანია უკრაინელი სამხედროების მომზადების მხარდასაჭერად $137,000 მილიონს გამოყოფს. მანამდე შვედეთმა და ფინეთმაც განაცხადეს, რომ თავიანთ ინსტრუქტორებს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ბრიტანეთში გაგზავნიან. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში ივლისის დასაწყისში ჩავიდა.