რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინულ პორტში მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტისთვის ჩასული გემი ჩამოდგა

უკრაინაში, „პივდენეს“ პორტში ჩამოდგა აფრიკული გემი, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის პირველ პარტიას გაიტანს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია.

„სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. ძალიან მალე, უკრაინული მარცვლეული ეთიოპიას მიეწოდება“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.


სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდახელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.

რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.