ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭრს.
„ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა, ეფექტური ზომა იქნებოდა“, - ამის შესახებ იან ლიპავსკიმ გამოცემა Novinky-თან ინტერვუში განაცახდა.
ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ამ თემას აგვისტოში, პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დააყენებს.
- რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი
ცნობისთვის, ჩეხეთს ახლა ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსი აქვს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.