უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ლატვიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან მიღებული ჰაუბიცები უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე.
„კიდევ ექვსი M109 ჰაუბიცა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა უკრაინაში ლატვიიდან, უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.
როგორც ცნობილია, უკრაინის საჰაერო ძალებმა ლატვიიდან ოთხი შვეულმფრენი მიიღო, რომლებიც მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ფლოტს შეუერთდება.