ესტონეთში, ქალაქ ნარვაში საბჭოთა ტანკის Т-34-ის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.
ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქებში ნარვასა და ნარვა-იესუში საჯარო სივრციდან აიღოს არა მხოლოდ ტანკი, არამედ დანარჩენი საბჭოთა ძეგლების დემონტაჟიც განახორციელოს.
საბჭოთა ტანკი, საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ესტონეთში, ქალაქ ნარვაში იდგა, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) ეთნიკური რუსია, ხოლო დაახლოებით 36%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.