უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონის შეძენის მიზნით, ლატვიაში ფონდების მოზიდვის კამპანია დაიწყო.
მთლიანობაში, „ლატვიური ბაირაქტარის“ შესაძენად 5 მილიონი ევრო უნდა შეგროვდეს. ინიციატივის პირველ საათებში დაახლოებით, 80 000 ევრო შეგროვდა.
ლატვია არ არის პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც უკრაინის მხარდაჭერა ამ ფორმით გადაწყვიტეს. მსგავსი კამპანიები უკვე ჩატარდა პოლონეთში, ლიეტუვაში, ნორვეგიასა და კანადაში.
ლატვია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გაუწია. მან უკრაინას მიაწოდა იარაღი და პირადი აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, (Stinger) საზენიტო რაკეტები, ასევე Mi-17 და Mi-2 ტიპის ვერტმფრენები.