ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზეგაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება.
ფინეთის მინისტრთა კაბინეტი გამოდის ინიციატივით, რომ რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზა შემოიღოს, რაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მგზავრობას გააიოლებს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.