წლის დასაწყისიდან მექსიკაში მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 14-მდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ხუან არჯონ ლოპესის ცხედარი ქვეყნის ჩრდილოეთით, სონორას შტატში აღმოაჩინეს.
მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კლაუდია ინდირა კონტრეას კორდობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლოპესი, A Que Le Temes-ის რეპორტიორი, 9 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა. 62 წლის ლოპესის კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ლოპესის გაუჩინარების შესახებ, ხელისუფლებამ სამძებრო ჯგუფი შექმნა.
მექსიკაში პრესის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ტალღა არ წყდება. ჟურნალისტი ხოსე ლუის გამბოა 10 იანვარს ვერაკრუსის შტატში გარდაცვლილი იპოვეს.
ქვეყანაში 2022 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე მზიმე წლად ითვლება. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (RSF) მონაცემებით, ქვეყანაში 2000 წლიდან 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.