უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
ამერიკული მედია წერს, რომ ოფიციალურმა პირმა ანონიმურობა მოითხოვა, რადგან ისინი არ იყვნენ უფლებამოსილი, გაეზიარებინათ ინფორმაცია მედიასთან.
საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად.
შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.