ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ ყირგიზეთი, თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს და ქვეყნის მიზანია, მსოფლიო ბაზარზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეს.
კულუბაევმა მედიის შეკითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცენტრალური კასპიის დერეფნს ყირგიზეთისთვის, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შუა აზიის გავლით აკავშირებს, ასე უპასუხა:
„ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანზიტო გატარების პოტენციალი მაღალია, მაგრამ არსებული ვითარებაში სატრანზიტო ლოგისტიკა სირთულეებს განიცდის. მნიშვნელოვანია სასურსათო ტვირთების უსაფრთხო გატარება. ტვირთები ევროპიდან აზიაში მიდის, აზიიდან ევროპაში ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით. ეს დერეფანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თემაზე გამართულ სამმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გამოვხატავთ ინტერესს ამ დერეფნის შეერთებით. ჩვენი მიზანია მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ“, - განცხადა ჯინბეკ კულუბაევმა.