18 აგვისტოს, ესტონეთის ციფრული განვითარების სამინისტროს უფროსის მოადგილემ, ლუკას ილვესმა განაცხადა, რომ 17 აგვისტოს ქვეყანა 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე მასიური კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთში მომხდარ მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჰაკერული თავდასხმები სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე განხორციელდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებზე, ვებგვერდებზე და ოთხი თავდასხმა კერძო სექტორის ორგანიზაციებზე.
საგულისხმოა, რომ ესტონეთში ჰაკერული შეტევები, ქალაქ ნარვაში რუსული ტანკის აღების შემდეგ მოხდა. მეორე დღეს კი ესტონეთმა შენგენის ვიზების მქობე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტეს.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ყველაზე მძლავრი ჰაკერული თავდასხმა 2007 წელს მოხდა, რომელიც 22 დღე გაგრძელდა.