თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოთანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ლვოლვში ხვდება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია A Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას.
ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს.
ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც.
გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.