თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინაში მოგზაურობისას თან ახლავს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ჰულუსი აკარისა და ოლექსი რეზნიკოვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ცნობილია, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს.

ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც.

გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.