უკრაინის პრეზიდეტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის Facebook-ზე განთავსდა.
„განვიხილეთ მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე ინიციატივის კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობა, ასევე, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება, ოკუპანტების მიერ ბირთვული შანტაჟი და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ მარცვლეულის ფართო მასშტაბით ქურდობა“, - წერია უკრაინის პრეზიდენტის გზავნილში.
მისივე თანახმად, მოლაპარაკებების დროს ასევე შეეხნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინა-თურქეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაფართოების საკითხებს.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენმდივანს შეხვდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდა.
ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა.