ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების ანულირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ, მან Politico-ს სვეტში დაწერა.
ლანდსბერგისმა, მანამდე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ახალი ვიზები არ გასცენ.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშრმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც „თავშესაფარს ეძებენ და არ მათ ვისაც, ევროპაში არდადეგების გატარება სურთ“.
რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.