ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ.
ესტონეთს, სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებთან მიმართებით, შეზღუდვები გამკაცრდეს.
ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობაზეც გამკაცრდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტალინი შეეცდება მიაღწიოს პოლიტიკურ კონსენსუსს შენგენის სავიზო ზონაში, რათა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდეს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ესტონეთმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები დააწესეს. დღეისათვის უკვე შემოღებულია სანქციების შვიდი პაკეტი, რომელს მიზანია რუსეთის ეკონომიკის სრული პარალიზება, რათა ომის დაფინანსება შეუძლებელი გახდეს.