სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლოკალიზებულია.