საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა "ამნისტიის შესახებ" კანონს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ნორმატიული აქტი შეეხება 70-ზე მეტს მუხლს.
როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ამნისტია დაახლოებით 10 ათასზე მეტ პირს შეეხება.
მაშ შორის 1500 გადააჭარბებს პატიმართა რიცხვი, “რიცხვის დაკონკრეტება ჭირს, რაკიღა კონკრეტული პირობების დაკმყოფილებაზე იქნება ეს დამოკიდებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე ინფორმაციით დაახლოებით 10 ათასამდე პრობაციონერს შეეხება შეღავათი. „მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ უფლებები“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
რა შეეხება 2012 წლის 1 ოქტომბრმდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს 4 ათას დასააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვი ვისაც ამნისტია შეეხება.
ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ მუხლებს.
ამნისტია შეეხებათ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
წარმოდგენილი ვარიანტით ამნისტიის გამოცხადებას აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორის, პატიმართა ოჯახის წევრები და ზოგი პარტიის წარმომადგენლები. ისინი აქციებს მართავდნენ თბილისსა და საქართველოს სხვადასახვ ქალაქებში.
იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამნისტიასთან დაკავშირებით 11 პატიმარი შიმშილობს.
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. პარლამენტის შენობასთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე მყოფი პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციის წარმოამდგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, ამნისტია შედარებით მძიმე დანაშაულსაც შეეხოს.