ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანში ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდა. ინდიანის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, ერიკ ჰოლკომბი, ტაივანში ჩავიდა.
ჰოლკომბთან შეხვედრისასტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა პირდაპირ მიუთითა პეკინის წვრთნებზე და მოუწოდა თანამოაზრე ქვეყნებს, ტაივანის მხარდაჭერა განაგრძონ.
„ამჟამად ჩვენ გლობალური ავტორიტარიზმის მუდმივი გაფართოების საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - განუცხადა ცაი ინ-ვენმა ჰოლკომბს.
ეს ვიზიტი ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებას მოჰყვა.
შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია.
პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.
გაეცანით Europetime-ის სტატიას