ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პატივისცემის ნიშნად, ლურჯი და ყვითელი ყვავილების ინსტალაციითაა მორთული.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ფლორისტებმა დაუნინგ სტრიტის 10-ის შესასვლელი, სადაც ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალური რეზიდენციაა განთავსებული, ყვავილებით დაამშვენეს.
24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.