ამერიკის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი დნიპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
„ტრაგედია მოხდა დნიპროპეტროვსკში. იმედი მაქვს, 3 მილიარდი დოლარი უკრაინამდე მალე მიაღწევს“, - წერს კარპენტერი Twitter-ზე
შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.