უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტერორისტული რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას.
კულება სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოზე, ტერორისტული რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ.
შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.