ლატვიამ დედაქალაქ რიგაში 79-მეტრიანი საბჭოთა ობელისკი დაანგრია

ლატვიამ დედაქალაქ რიგაში 79 მეტრიანი საბჭოთა პერიოდის ობელისკი დაანგრია.

საბჭოთა ვარსკვლავებით მორთულ მონუმენტზე მუშაობა ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვების აღსანიშნავად 1985 წელს დასრულდა და ძეგლი ბოლო პერიოდში რუსეთის მხარდამჭერთა აქტივობის ცენტრად იქცა.

საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი 23 აგვისტოს დაიწყო.

ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება.

ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს.

მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევას მხარი დაუჭირა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.