თურქეთის ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებათი, ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოს მიერ, თურქეთის ბიზნესწრეებთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
ნურედინ ნებათმა განაცხადა, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში და ამიტომ, აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების გამო არ უნდა დაფრთხნენ.
„აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის საქმიანი წრეების მისამართით გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ჩვენმა საქმიანმა წრეებმა, ყოველთვის უნდა იგრძნონ გვერდით, სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი.
ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის.
გასულ კვირას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს.