თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთისთვის დრონების შესაძლო მიყიდვაზე: ფული არ არის პრიორიტეტი, მხარს ვუჭერთ უკრაინას

ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ამ დრონების შექმნის უკან დღეს ორი ძმა ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. მათ შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა.

Baykar-ის თანამშრომლობა უკრაინასთან, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო. ჰალუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ბევრ ქვეყანას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, წინადადებას მხოლოდ თურქეთი დაეთანხმა.

მწარმოებელმა Bayraktar-ი უფასოდ გადასცა რამდენიმე ფანდრაიზერს, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის არმიისთვის თვითმფრინავების შესაძენად შეაგროვეს ფული.

ჰალუკის თქმით, კომპანიის სპეციალისტებმა Bayraktar TB2-ის დრონის გამოყენებაზე ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გაწვრთნეს.

„ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ისევე როგორც იმ ქვეყნებთან არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში. ჩვენ თავად არ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს. ჩვენ ვავითარებთ მათ“.

ის იხსენებს, რომ, მაგალითად, უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინელი სამხედროები იყენებენ და სწორედ ისინი წყვეტენ, როდის გამოიყენონ ისინი.


ფოტო: 2016 წელს ბაირაქთართა ოჯახი თურქეთის პრეზიდენტის ოჯახს დაუკავშირდა. სელჩუკმა ერდოღანის ქალიშვილი შეირთო ცოლად.

Президент Турции Реджеб Тайип Эрдоган выступает на свадьбе Сельчука Байрактара и Сюмейи Эрдоган

ამავდროულად, არ მალავს ფაქტს, რომ Bayraktar-ის უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წვლილს შეიტანენ.

BBC-ის შეკითხვაზე, თუ მოსკოვი დიდ თანხას შესთავაზებთ, მიყიდის თუ არა დრონებს რუსეთს, პასუხობს:

„რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ (რუსეთმა), გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციაში მათთვის დრონების გადაცემის საკითხი არ განიხილება. ამ დროისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინისკენაა მიმარეთული“, - განუცხადა BBC-ს თურქული კომპანია Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა.

Халук Байрактар с украинским орденом

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და გაუმართლებელი შეტევის ქვეშ იმყოფება. რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოა“, - ამბობს ჰალუკ ბაირაქტარი.

Bayraktar TB2 - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატია, რომელსაც თურქული კომპანია „ბაიქარი“ აწარმოებს.