პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ბავშვია. სტიქიის გამო ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შაჰბაზ შარიფი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში 6 500 ჯარისკაცია ჩართული, 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა.
ამასთან, სტიქიამ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო, 170 ათასი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე შენობა გაანადგურა.