ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის იურგიტა სიუგჟდინენეს განცხადებით, სკოლებში რუსულის, როგორც მეორე ენის შესწავლის გაუქმების მიზნით, გეგმავენ, რომ სხვა ენების სწავლის შესაძლებლობები გააფართოონ.
- ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა უკვე გადამზადდა.
„ჩვენ ნამდვილად გვსურს, სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობები რაც შეიძლება მალე გავაფართოოთ, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება გერმანული და ფრანგულის არჩევანი", - თქვა სიუგჟდინემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე დროს, ლიეტუვის განათლების მინისტრი წუხს, რომ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ირჩევენ სხვა ენებს, არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ამის სურვილი აქვთ, რადგან ახლა ყველაზე ადვილია რუსული ენის მასწავლებლების დაქირავება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება.