ბაღდადში მომხდარი არეულობისა და დაძაბული ვითარების ფონზე, ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა. როდის გაიხსნება ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ამ დროისთვის უცნობია.
სახმელეთო საზღვარზე კომუნიკაციების შეჩერების გარდა, გაუქმდა ფრენები თეირანსა და ბაღდადს შორის, რომელიც მომლოცველებს ემსახურება.
თავის მხრივ, ერაყის დედაქალაქში ირანის საელჩომ მოუწოდა ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ერაყში იმყოფებიან, თავი აარიდონ ბაღდადში, სამარაში, კადიმიაში და ზოგიერთ სხვა დასახლებულ პუნქტში გამგზავრებას, სადაც უსაფრთხოების რისკები მაღალია.