ლატვია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს

ლატვიაში შესვლის მსურველ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ლატვიის მთავრობის მიერ 30 აგვისტოს მიღებული რეგულაციების თანახმად, ვიზის ან ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიარონ, რითაც შეფასდება, წარმოადგენს თუ არა ქვეყანაში მათი შესვლა „საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ”, - იუწყება ლატვიური საინფორმაციო საიტი Delfi.

ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას 18 აგვისტოს მიაღწია.

„სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა