უკრაინა ყირიმის „აქტიური დეოკუპაციისთვის“ ემზადება.
BBC-ის ცნობით, უკრაინის სარდლობა ყირიმის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ავითარებს მათთვისა, ვისაც სურს „ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს".
ბრიტანულ გამოცემას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის სიტყვები მოჰყავს, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
როგორც BBC აღნიშნავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა პოდოლიაკი „აქტიურ დეოკუპაციაში“, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინის ჯარების მოახლოებულ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დაბრუნების მიზნით.
ყირიმის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.