შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა Archer-ის თვითმავალი ჰაუბიცების და RBS70 ადამიანის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს. მანამდე, შვედეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტი წარუდგინა.
ენ ლინდემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 500 მილიონი შვედური კრონის (47 მილიონი დოლარი) დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს. დახმარების ეს პაკეტი ორი დღის წინ გამოაცხადა შვედეთის პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, მაგრამ მისი შინაარსი დღემდე უცნობი იყო.
Archer არის შვედური თვითმავალი 155 მმ-იანი ჰაუბიცა. შვედეთის არმია მხოლოდ 50 ასეთს ითვლის.
RBS70 - ასევე შვედური პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებია.