ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო.
„გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერს შარლ მიშელი.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა.
„გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია.
ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი.
„გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.