ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამასთან ცეცხლი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო.
ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
როგორც ცნობილია, ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხეს მოჰყვა.
ადგილზე მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.