ისრაელის მთავრობამ თურქეთთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თავის Twitter-ზე განაცხადა.
„მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება თურქეთსა და ისრაელს შორის საჰაერო კომუნიკაციის დამყარების შესახებ“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმით, დოკუმენტის ძალაში შესვლით ისრაელის ავიაკომპანიები სტამბოლიდან და თურქეთის სხვა მიმართულებებიდან ფრენებს განაახლებენ.
17 აგვისტოს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისა და ორი ქვეყნის ელჩებისა და გენერალური კონსულების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ასევე ანკარამ და თელ-ავივმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„თურქეთის ავიახაზები“ამჟამად ახორციელებენ ფრენებს ისრაელში.