ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა.

ამასთან, მედიის ცნობით, მიწისძვრამ სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და გზების დაზიანება გამოიწვია. როგორც ცნობილია,დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება.

ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება.