USAID - გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ გზამკვლევი - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, მითითებებს მოიცავს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ USAID-ის პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა.
ორგანიზაციაზე დაყრდნობით გზამკვლევში ნათქვამია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში,
მათივე განმარტებით, ეს სახელმძღვანელო არის რესურსი USAID-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ „მძიმე კორუფციის ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში“, განსაკუთრებით მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები ხსნიან შესაძლებლობების ფანჯრებს რეფორმებისთვის.
„ის ასევე მიზნად ისახავს დღის წესრიგის დადგენას დონორთა ფართო საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, მეცნიერებისა და სხვა ექსპერტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან კლეპტოკრატიისა და სტრატეგიული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
მისივე თანახმად, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის შორსმიმავალი რეფორმა, რამაც გამოიწვია მექრთამეობის მკვეთრი შემცირება. 2004 წელს, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას, კანონმდებლობის მიღებას, კორუმპირებულ ყოფილ თანამდებობის პირების დაკავებას და მითვისებული ქონების კონფისკაციას - ფართო კამპანია, რამაც გამოიწვია მექრთამეობის 80 პროცენტით შემცირება 2005 წლისთვის.
„უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყანის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ეს გზამკვლევი სახელმძღვანელო რესურსია USAID-ის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც „კორუფციის მძიმე ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში“ მუშაობენ, „განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები შესაძლებლობების ფანჯრებს ხსნიან რეფორმებისთვის“, - განმარტებულია დოკუმენტში.