რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირაში სი ძინპინს, უზბეკეთში შეხვდება.
მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შედგება, სადაც 15-16 სექტემბერს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი უნდა გაიმართოს.
„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამისათვის", - ამის შესახებ ჩინეთში რუსეთის ელჩმა, ანდრეი დენისოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ორი ლიდერის ბოლო შეხვედრა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა.