პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც ივლისში გაეროს და თურქეთის ინტერვენციის შედეგად განიბლოკა, ისევ უნდა შეიზღუდოს.

მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილავს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაწყებად,”, - თქვა პუტინმა ვლადივოსტოკში WEF-ის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმის მთელი მარცვლეული, რომელიც ექსპორტირებულია უკრაინიდან არა ყველაზე ღარიბი განვითარებადი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ქვეყნებისკენაა მიმართული.

პუტინი აცხადებს, რომ „87-დან მხოლოდ ორი ხომალდი“ დაიტვირთა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. „და 2 მილიონი ტონიდან 60 000 ტონა საკვები ევროპაში გავიდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და ევროპის ქვეყნებს „კოლონიზატორები“ უწოდა, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ატყუებენ.


სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდახელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.