ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ. ამის შესახებ დღეს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია ევროკავშირის ყველა ქვეყანას განუსაზღვრავს მიზნებს, თუ როგორ უნდა შეძლონ პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია კომპანიებისთვის, რომლებიც დაბალი თვითღირებულების ელექტროენერგიას აწარმოებენ, სპეციალურ ზღვარს დაადგენს.
ამის გარდა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მალე მზად იქნება წინადადება რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. „რუსეთი აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზრებზე არსებული ვითარებით“.