ყირიმის მცხოვრებლები უნდა მოემზადონ უკრაინის ნახევარკუნძულზე კონტროლის დასაბრუნებლად, არ აჰყვნენ პანიკას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად შორს უნდა იყვნენ სამხედრო ობიექტებისგან.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ დეოკუპაცია ხვალ მოხდება. თუმცა, ეს საბოლოოდ მოხდება, ამიტომ ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც", - განაცხადა ტაშევამ.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევაკუაციის შესახებ რუსეთის წინადადებაზე, უარი უნდა თქვან, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად არ იყვნენ გამოყენებულნი.