გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 7 სექტემბერს, გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა განაცხადა, რომ 2,5 მილიონი ადამიანი იძულებით არის დეპორტირებული უკრაინიდან, მათ შორის 38000 ბავშვია.
მან რუსეთის „ფილტრაციის“ სქემა დაგმო და განაცხადა, რომ უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი არიან წავიდნენ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კლავენ და აწამებენ.
„უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „საშიში“ ადამიანების ძიების საბაბით. ისინი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირშია, ნაცრისფერ ზონაში ქრებიან“, - განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა.
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი 24 აგვისტოს იუწყებოდა, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.
კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.