სომხეთმა უარი უნდა თქვას პროვოკაციებზე და აზერბაიჯანთან შეთანხმებების ფარგლებში, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე მოახდინოს კონცენტრირება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი გამწვავების თემაზე, უკვე ისაუბრა.
თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. ძმური ქვეყანა არასოდეს დარჩება მარტო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშაბათს ანკარის საგარეო პოლიტიკაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.