ოლგა სტეფანშინა: რუსეთმა მოლაპარაკებების განახლება შემოგვთავაზა. ჩვენ უარი ვთქვით

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს. მისი თქმით, კიევს ახლა უფრო მეტი ბერკეტი აქვს ვიდრე მოსკოვს.

პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.